23, იანვარი 2020 18:13:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, ბათუმში კლინიკა „მედინა" უკვე დატოვა. უწმინდესთან და უნეტარესტან ერთად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი იმყოფებოდა. როგორც დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა აღნიშნა, პატრიარქი კლინიკაში გეგმური გამოკვლევების ფარგლებში იმყოფებოდა.მისივე თქმით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.