24, იანვარი 2020 18:14:00
პირველი თოვლი მოვიდა დღეს ბათუმში. მეტეოროლოგების ინფორმაციით, დღეს, დღის განმავლობაში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა 2-4 გრადუსია, ღამით კი მოსალოდნელია წვიმა. ხვალიდან მომდევნო 3 დღის განმავლობაში უნალექო ამინდი იქნება, ზღვაზე შტორმია. ღელვა 4-5 ბალს აღწევს. მეტეოროლოგების ვარაუდით ხვალიდან მომდევნო სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი იქნება. უამინდობის გამო ქალაქში მოძრაობა არ შეფერხებულა, მიმდინარეობს გზების ინტენსიური წმენდა, ხელი არც სასწავლო პროცესს არ შეშლია