24, იანვარი 2020 18:46:00
ბათუმის პიაცაზე 64-მა რიგითმა მოსამსახურემ სამხედრო ფიცი დადო. ისინი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში 1 წლიანი ვადით ჩაირიცხნენ. ფიცის დადებამდე 10 კვირიანი მოსამზადებელი ეტაპიც გაიარეს. მათგან წარმატებულებს კი სიგელები გადაეცათ.