24, იანვარი 2020 18:53:00
ქართველმა მოციგურავემ, ევროპის ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მორის ყვითელაშვილმა კაცებს შორის 163.94 ქულა დაიმსახურა, ჯამში 246. ქულაზე მეტი დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა. საქართველოსთვის ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილის შემდეგ ქართველ მოციგურავეს მედალი არ მოუპოვებია. ლოზანაში ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში წარმატებით გამოვიდა ალინა ურუშაძე, ქართველმა მოციგურავე წყვილმა გრან პრის ფინალში პირველად მოიპოვა ოქროს მედალი