18, იანვარი 2017 08:23:00
ვიდრე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელებდნენ, საკრებულოს წევრებმა განცხადებები გააკეთეს. მოითხოვეს, სხვადასხვა აქტუალურ და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხების გასაცემად მერიის სამსხურები გარკვეული დროით დაესწრონ სხდომებს, მიუხედავად იმისა, ექნებათ თუ არა მოხსენება დღის წესრიგის მიხედვით. მოითხოვეს ასევე, პრობლემებიდან გამომდინარე პერიოდულად დაიგეგმოს შეხვედრები კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარასთან“, „ენერგო-პრო-ჯორჯიასთან, აჭარის მათავარ სამმართველოს ხელმძღვანელთან და სხვა. განცხადება გაკეთდა გაუნათებელ მშენებარე ობიექტებზე, ასევე განათების გარეშე მდგარ ე.წ. „ბათუმის კარიბჭეზე“. როგორც გავარკვიეთ, ელექტრონული ტენდერი ობიექტის განათებისთვის უკვე გამოცხადებულია, თუმცა დეტალური ინფორმაციისთვის შესყიდვების სამსახურის უფროსმა ბექა ხალვაშმა კომენტარი არ გააკეთა. განმარტებებზე უარი გვითხრა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თენგიზ პეტრიძემაც.