27, იანვარი 2020 10:09:00
ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ვერტმფრენის კატასროფის დროს დაიღუპა. ბრაიანტთან ერთად ვერტმფრენში მისი 13 წლის ქალიშვილი, ჯანა მარიაც იჯდა, რომელიც ასევე დაიღუპა. შემთხვევა კალიფორნიის შტატის სამხრეთ ნაწილში მოხდა. როგორც იუწყებიან ბრაინტთან ერთად დაიღუპა კიდევ მისი 3 თანამგზავრი.
ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი კობი ბრაიანტი 41 წლის იყო. კარიერის მანძილზე მან 5 NBA ჩემპიონის ტიტული მოიგო გუნდთან ერთად. კობი ბრაიანტი 20 წლის განმავლობაში ლოს ანჯელეს ლეიკერსში თამაშობდა.