27, იანვარი 2020 18:09:00
თურქეთიდან საქართველოში შემოსულ მგზავრებს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ექიმები კორონა-ვირუსზე ამოწმებენ. დისტანციური თერმომეტრის საშუალებით ტემპერატურას უზომავენ და ვირუსის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ამ დროისთვის საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქე არ ფიქსირდება. კორონა ვირუსთან დაკავშირებით მგზავრებს ბათუმის აეროპორტშიც ამოწმებენ. სამედიცინო დახმარების პერსონალი იქ 24 საათის განმავლობაში იმყოფება. ამ ეტაპზე ჩინეთიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირი რეისები არ სრულდება.