27, იანვარი 2020 23:30:00
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ავარიას 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო დაშავებული მისი ბაბუაა.
თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ტროტუარზე ავარდა, რის შემდეგაც ბაბუას და შვილიშვილს დაეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: პრაიმტაიმი