28, იანვარი 2020 10:01:00
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს. 24 წლის კაცი მარჯვენა ფერდქვეშ არის დაჭრილი. დაშავებული თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.