28, იანვარი 2020 18:44:00
უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 6 მიმართულებით კონკურსია გამოცხადებული. სეზონური სკოლის ორგანიზება, კონფერენციების, საჯარო ლექციების მოწყობა, სამეცნიერო ღონისძებებში მონაწილეობა, კვალიფიკაციის ამაღლება, უცხოენოვანი სამეცნიერო სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა და ბეჭდვა- ხაჯიშვილის უწყება ამ კომპენენტებს დააფინანსებს. კონკურსის პირობები და გამარჯვებულების შესარჩევი კრიტერიუმები, ასევე ვადები განსხვავებულია. სრულ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდიდან მიიღებთ. ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 577 27 02 35