29, იანვარი 2020 19:24:00
ბათუმში, ორ ჩინელ მოგზაურს ექიმები აკვირდებიან, რომლებსაც ტემპერატურა აღენიშნებათ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა წინასწარი ინფორმაციით დამაკმაყოფილებელია. ნინო ნიჟარაძის თქმით, ჩინეთიდან ოთხი ქალი ბათუმში გუშინ შემოვიდა, ორ მათგანს კი ჰქონდა ტემპერატურა, რის გამოც მათთან შეთანხმებით განხორციელდა შეტყობინება საგანგებო სიტუაციათა სამსახურში და დაკვირვება დაიწყო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, როდის და რა გზით შემოვიდნენ ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში და სად არიან დაბინავებული. უწყებაში ამბობენ, რომ სტაციონარში მოთავსების საჭიროება არ არსებობს. ცნობისთვის, ისინი ჩინეთის იმ პროვინციიდან ჩამოვიდნენ, საიდანაც კარანტინის ზონა 400 კილომეტრშია.