29, იანვარი 2020 18:37:00
სოციალური მუშაკების შემცირებები იწყება. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ოფიციალური შეტყობინება უკვე ჩაბარდა ნინო ცეცხლაძეს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკია. ამბობს, რომ მის გარდა კიდევ ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ადამიანმა მიიღო იგივე შინაარსის წერილი, თუმცა კონკრეტულ სახელ და გვარებს არ ასახელებს. ამბობს, რომ გასულ წელს, გაფიცვების და საპროტექსტო აქციების ფონზე ხელფასების ზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების დაპირება მიიღეს, რაც არ შესრულდა. ნინო ცეცხლაძე არ გამორიცხავს, რომ აქციებს კვლავ გამართავენ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას მთავარ გამოშვებაში გაგაცნობთ.