29, იანვარი 2020 18:49:00
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის პროგრამაში სიახლეებია. 2020 წლიდან, ონკო-ჰემატოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისთვის, უცხოეთში, ძვლის ტვინის გადანერგვის დაფინანსება იწყება. ტრანსპლატაციის სახეობიდან გამომდინარე, დაფინანსება 100 ათასიდან, 200 ათას ლარამდე მერყეობს. გარდა აღნიშნულისა, ფინანსდება ღვიძლის გადანერგვის საჭიროებაც, რისთვისაც ჯამში რეგიონის მასშტაბით 170 ათასი ლარია განსაზღვრული. სერვისის მიწოდება ტრანს-პლან-ტირების კომპონენტზე არანაკლებ 15 ბენეფიციარისთვისააა გათვალისწინებული. უწყების მიმდინარე წლის ბიუჯეტი გასულ წელთან მიმართებით, დაახლოებით სამი მილიონი ლარით გაიზარდა და 21 ათასი ლარი შეადგინა.