18, იანვარი 2017 08:24:00
კიდევ ერთი გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოში. ბოტანიკურ ბაღში დარჩენილი 11 ოჯახიდან ბინას კიდევ 5 მიიღებს. მათგან ნაწილი ლერომონტოვის ქუჩაზე სპეციალურად აშენებულ კორპუსში გადავა, ნაწილი კი იქ არსებული არასაკმარისი ფართის გამო მერიის საბინაო ფონდიდან დაკმაყოფილდება. მათ განსხვავებით წინა ოჯახებისაგან, ე.წ. შავი კარკასი გადაეცემათ, თუმცა ასევე 250 ლარი ერთი კვადრატული მეტრის რემონტისათვის. ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში ოჯახების გაყვანისათვის მოლაპარაკებები კიდევ 6 ოჯახთან მიმდინარეობს. მათი ნაწილი შეთავაზებებით უკმაყოფილოა, ნაწილისთვის კი სულადობის გამო ამ ეტაპზე ლერმონტოვის კორპუსში სათანადო ფართი არ არის. მერიაში ფიქრობენ, რომ პრობლემა გაზაფხულისთვის გადაიჭრება. სულ საცხოვრებელი ფართობით 39 ოჯახი დაკმაყოფილდება.