29, იანვარი 2020 21:37:00
სოციალური მუშაკების შემცირებები იწყება. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ოფიციალური შეტყობინება უკვე ჩაბარდა ნინო ცეცხლაძეს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი მუშაკია. მისივე თქმით, მსგავსი შინაარსის წერილი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ადამიანმა მიიღო, რომელთა ვინაობაც უცნობია. ამბობს, რომ გასულ წელს, გაფიცვების და საპროტესტო აქციების ფონზე ხელფასების ზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების დაპირება მიიღეს, რაც არ შესრულდა. ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტეს, რომ კონკურსში მონაწილეობას სთავაზობენ იმ მუშაკებს, რომლებიც შეამცირეს. უწყების ინფორმაციით, თებერვლიდან დაზარალებულთა სააგენტო შეიქმნება, ვაკანტურ პოზიციებზე კი კონკურსი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდება. დღეს 271 სოცმუშაკიდან სამსახური 28-მ დაკარგა.