30, იანვარი 2020 13:27:00
ქედაში, სოფელ ხარაულაში ხანძრის შედეგად კაცი გარდაიცვალა. ტაკიძეების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი ღამით გაუჩნდა, ამ დროს კი სახლში მხოლოდ ერთი კაცი იმყოფებოდა.
გარდაცვლილის მეუღლე ყვება, რომ ის მეზობელთან იყო, სახლში დაბრუნებულმა კი კვამლი და ცეცხლი შენიშნა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს.
დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულის, ზორბეგ არძენაძის ინფორმაციით, კაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ. მიმდინარეობს გამოძიება.
დამწვარია მხოლოდ ერთი ოთახი.
წყარო: ajaratv.ge