31, იანვარი 2020 17:14:00
ვარდების სკვერში დადგმული საცდელი „ელექტროსკამი“ დაამტვრიეს. ბათუმის მერიასთან ახლოს, გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, სკამი, გასული წლის ბოლოს დაამონტაჟეს. ლითონისა და პლასტმასის კონსტრუქციის სავარძელი, განსაკუთრებული იმით იყო, რომ ის იკეცებოდა და ღამით განათებული იყო. სკამის ანალოგი ქალაქში არ არსებობდა. ბათუმის მერიამ, იგი, საცდელად დაამონტა. როგორც უწყების პრესსამსახურში ამბობენ, ვანდალიზმის დეტალები უცნობია.