31, იანვარი 2020 21:39:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი აღიარებს, რომ ნაპირგამაგრების პროექტი უფლებამოსილების გადამეტებით განახორციელა. ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, მდინარე აჭარისწყალზე, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ, სამუშაოების წარმოება პირადად მისი გადაწყვეტილება იყო. განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ ბრიფინგს მოჰყვა, როდესაც ოპოზიციის წევრმა, ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან თანხების უკანონო ხარჯვასა და ბათუმის წყლის ყოფილი უფროსის სასარგებლოდ კორუფციულ გარიგებაზე ისაუბრა. რეზო ხარაზი ირწმუნება, რომ ობიექტი თენგიზ ქოქოლაძეს ეკუთვნის და შესაბამისად სამუშაოები სწორედ მას ან სამინისტროს უნდა ეწარმოებინა.