03, თებერვალი 2020 14:27:00
ინგრედიენტები
ქათამი - 1 ცალი
ხახვი - 2 თავი
გახეხილი პომიდორი - 500 გ
ტომატპასტა - 40 გ
კარაქი ან ერბო - 2 ს/კ
ტკბილი წიწაკა, წითელი - 1-2 ცალი
წყალი - 100 მლ
ქინძი - 2 კონა
კამა - 1 კონა
ნიორი - 4 კბილი
მარილი
დაფქული წითელი წიწაკა
მომზადების წესი:
ხახვი და ქათამი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ ცხიმი და მოვშუშოთ.
მოშუშულ ხორცს დავუმატოთ პომიროდი, ტომატპასტა და დაჭრილი ტკბილი წიწაკა.
როცა მასა შესქელდება, დავასხათ წყალი და თავდახურული დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ ქათმის მომზადებამდე.
ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და წიწაკა.