05, თებერვალი 2020 17:31:00
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „გააღვიძე ოლიგარქის“ აქციის მონაწილეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი წარადგინა. ბონდო თედორაძის, ანზორ გუბაევისა და ხათუნა ბერიძის მიმართ ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გასული წლის 14 აგვისტოს შეადგინა.საფუძველი კი მოსარჩელეთა მიერ შ.პ.ს „რეზიდენსის“ ტერიტორიასთან შეკრების მიმდინარეობისას აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადამეტება გახდა. საიას წარმომადგენლის თქმით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლება საჯარო-პოლიტიკური პირების მიმართ, მსგავსი შეკრების ფორმით, უკმაყოფილება გამოხატონ.