18, იანვარი 2017 08:26:00
ეროვნულ დემოkრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს, რომლის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 65 % მოელის, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. 56 %-ის აზრით, პარლამენტის წევრი აქტიური იქნება. 48 % აცხადებს, რომ ის მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს . ამდენივე მიიჩნევს, რომ დეპუტატი მის ინტერესებს დაიცავს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33 %-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. მაჟორიტარი დეპუტატების ცნობადობის მხრივ ყველაზე ცუდი სიტუაცია აჭარაშია. კითხვაზე - ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში? –იმ გამოკითხულებიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 65 %-მა სწორი პასუხი გასცა, 8% - არასწორი, ხოლო 25%-მა უპასუხა, რომ არ იცის.გამოკითხულთა უმრავლესობა 40 % აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. გამოკითხულთა 22 %-ის თქმით, მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. კვლევის შედეგად პირისპირ ინტერვიუს გზით საქართველოს მასშტაბით 3 141 პირი გამოიკითხა.