06, თებერვალი 2020 18:02:00
უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის მოწყობილ "სირცხვილის კორიდორს" მუქარით გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მერაბ ბლადაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დიდება ღმერთს, სხდომას არ ესწრებოდა, რადგან დასწრების შემთხვევაში აქტივისტებს თავებს დაატეხავდა. „ დედის საფლავს გეფიცები, ,,სირცხვილის კორიდორი", არც გაბედოთ,თორემ თავებს დაგიტეხთ თუნდაც მანდატის დატოვება მომიწიოს..
არ ცხოვრობ ისე,რომ ეგ მაკადროთ!!! " - წერს სოციალურ ქსელში მერაბ ბლადაძე. ბლადაძე უმაღლეს საბჭოში "პატრიოტთა ალიანსის" კვოტით მოხვდა, თუმცა მან პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი აქვს.