პარასკევი 23, აგვისტო 2019

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა

16, მაისი 2017 20:04:00

 საქსოვი დაზგა, აკრილით შესრულებული ნახატები, თექა, ბისერები,   თოჯინები ტრადიციული სამოსით- ეს იმ  ნამუშევართა მცირე ჩამონათვალია , რომლებიც  დღეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში გამოიფინა.  ხელნაკეთი ნივთები  ხალხური ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს. როგორც პროექტის ორგანიზატორი ამბობს, გამოფენა პირველი ივნისისთვის ისევ იგეგმება. გამოფენაზე  შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. გამოფენა-გაყიდვა ილია ჭავჭავაძის მუზეუმისა და ხალხური ხელოვნების სკოლის ერთობლივი პროექტით განხორციელდა.


დღის ამბები