12, თებერვალი 2020 21:36:00
სკოლები სექსუალური განათლების გარეშე. დგას თუ არა დგას თუ არა ამ მიმართულების სწავლების საჭიროება და რა საფრთხეებს აგვაცილებს ადრეულ ასაკში სექსუალური განათლების პრაქტიკის დანერგვა? მოსწავლეების, პედაგოგების, ფსიქოლოგების, მესამე სექტორის და სახელწმიფო უწყებების წარმომადგენლების პოზიციები ნახევარ საათში
სექსუალური განათლების საჭიროება სკოლებში - საკითხთან დაკავშირებით, თავად მოსწავლეების უმეტესობას ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს. მოზარდები ფიქრობენ, რომ ამ კუთხით მუშაობა ზრდასრულებთანაცაა საჭირო, რათა სექსუალური ხასიათის თემებზე ბავშვთან ღიად საუბარი ოჯახმა დაიწყოს.
მოზარდებში, ამ მზაობასა და საჭიროებაზე საუბრობენ პედაგპედაგოგებიც. მასწავლებლების შეფასებით, აუცილებელია იმ გაუფილტრავი ინფორმაციის სწორი მიმართულებით წარმართვა, რაც სოციალური ქსელით მიეწოდებათ ბავშვებს. მათივე თქმით, არასწორმა სექსუალურმა ინფორმაციამ, შესაძლოა, მოსწავლეებში სხვადასხვა ტიპის, უარყოფითი გავლენა იქონიოს.
მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ მოსწავლეებში მსგავსი განათლების საჭიროება არ არის. ნაწილის აზრით კი, უნდა ისწავლებოდეს, თუმცა მოზარდის ასაკი სწორად უნდა განისაზღვროს.
ფსიქოლოგის მოსაზრებით, სკოლებში ამ კუთხით ბავშვთა ინფორმირებულობა აუცილებელია. სპეციალისტის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სექსუალური საკითხები ტაბუდადებული თემა არ უნდა იყოს და პედაგოგები მოსწავლეებთან მსგავს საკითხებზე ღიად უნდა საუბრობდნენ.
მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ სექსუალური განათლების არსებობა სკოლებში აუცილებელია. ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ამგვარი ცოდნა, შემდგომი სავალალო შედეგების პრევენციის განმაპირობებელია.
კანონმდებლების შეფასებით, ნებისმიერი ტიპის განათლება პოზიტიურია. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თქმით, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ინფორმაციული ქაოსისთვის მიმართულების მიცემაა საჭირო. ილია ვერძაძე ამბობს, რომ ბავშვის ინფორმირებულობა სამოქალაქო განათლების შემადგენელი ნაწილია, თუმცა სექსუალური განათლების საკითხზე მოზარდთა ასაკი და პედაგოგთა კვალიფიკაცია სწორად უნდა განისაზღვროს.
მიუხედავად იმისა, რომ თემის აქტუალობასა და სექსუალური განათლების საჭიროებაზე ყველა მხარე თანხმდება, საკითხზე, ამ ეტაპზე, არცერთი კომპეტენტური უწყება არ მუშაობს.