17, მაისი 2017 17:03:00
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და თანამედროვე ხელოვნების სივრცეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება სახელოვნებო- შემეცნებითი სემინარების, კონფერენციების, ფესტივალების, გამოფენებისა და სხვადასხვა პროექტების ერთობლივი გზით განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენაც მოეწყობა.