13, თებერვალი 2020 17:24:00
ინტენსიურად თოვს შუახევშიც. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრსა და 50 სმ-ს აჭარბებს. გადაადგილება შეზღუდულია საავტომობილო გზებზე. გაწმენდით სამუშაოებს კი კომუნალური სამსახური, დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს. მუნიციპალიტეტს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო, გუშინ, გვიან ღამით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყო. სინოპტიკოსების ინფორმაციით, თოვა მაღალმთიან სოფლებში დღესაც გაგრძელდება.