13, თებერვალი 2020 17:51:00
„მილიონიანი პროექტი, სადაც წვიმს“ - ასე აფასებს ოპოზიცია ხელვაჩაურის კულტურის სახლში არსებულ პირობებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ შენობის გათბობა- კონდიცირებისათვის მუნიციპალიტეტის მერიამ 200 ათასი ლარი გამოყო და ამტკიცებენ, რომ 2017 წლიდან დღემდე, სისტემა, ერთი დღეც არ ფუნქციონირებდა. ხელისუფლების ოპონენტებმა სახელმწიფო აუდიტის დასკვნა წარმოადგინეს, რომლის საფუძველზეც ფიქრობენ, რომ „შპს“-ებთან, რომლებმაც რეკონსტრუქციული სამუშაოები შეასრულეს, ხელვაჩაურის მერია კორუფციულ გარიგებაშია. მიშა ბოლქვაძის თქმით, სწორედ ამ მიზეზით, უწყება კომპანიებს საგარანტიო ვადაში ხარვეზების აღმოფხვრას ვერ ავალდებულებს.