13, თებერვალი 2020 18:05:00
ბათუმის მერია ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და პრევენციის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს, რომელიც მამოგრაფიას, ონკო-მარკერებით ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიებით დაავადებულ პირთა გამოკვლევასა და სხვა სამედიცინო მომსახურებას ითვალისწინებს. პროგრამით სარგებლობა 30-დან 40 წლამდე, ასევე 60 წელს გადაცილებულ ქალბატონებს შეუძლიათ. გამოკვლევით 3 ათასი პირი ისარგებლებს. ბიუჯეტი კი 45 ათას ლარს შეადგენს.