13, თებერვალი 2020 21:20:00
ინტენსიური თოვის შედეგად, შუახევში, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრსა და 50 სმ-ს აჭარბებს. გადაადგილება შეზღუდულია საავტომობილო გზებზე. ბოლო ინფორმაციით ელექტრო ენერგიის მიწოდების გარეშე ჭვანის ხეობაა დარჩენილი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, თოვა მაღალმთიან სოფლებში ისევ გაგრძელდება.