14, თებერვალი 2020 19:07:00
ბოლო ამბები აჭარის ტელევიზიიდან - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს ვრცელი პოსტით გამოეხმაურა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი - თეონა ბაკურიძე. საჯარო წერილში წერია, რომ მაუწყებლის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის სამსახურიდან იძულებით წასვლის შემდეგ, გრძელდება არასასურველი ადამიანების დევნა. იგი რამდენიმე პუნქტად აყალიბებს მიმდინარე პორცესებს. პირველ ნაწილში საუბრობს, საინფორმაცო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებაზე. წერილში ასევე წერია, რომ უქმდება საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის და მთავარი გამოშვების რედაქტორის - მაია მერკვილაძის შტატი. წამყვანი ამბობს, რომ რედაქციის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორი პირის შერყევით, ფაქტობრივად მიზანი მიღწეული იქნება. გთავაზობთ ამონარიდს ფეისბუქ პოსტიდან.