14, თებერვალი 2020 18:34:00
ანთიძეების ოჯახს გამოსახლება ემუქრება. გორგილაძის 5 ნომერში მცხოვრებ 3 წევრიან ოჯახს, კერძო იპოთეკარისგან 13 ათასი ამერიკული დოლარი ჰქონდა ნასესხები. მათ კი მხოლოდ ათას 200 დოლარის დაბრუნება შეძლეს. საცხოვრებელი, რომელიც აუქციონის წესით გაიყიდა, ადგილობრივთა თქმით, კრედიტორის ადვოკატმა იყიდა, შემდეგ კი გამსესხებელმა გამოისყიდა. იპოთეკარი ანთიძეებისგან, საცხოვრისის დათმობას ითხოვს. ოჯახის გამოსახლება გაურკვეველი ვადით, უკვე მესამედ გადაიდო.