14, თებერვალი 2020 19:34:00
„საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა აღდგეს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის, კონსტიტუციური უფლება, რომელიც შეილახა“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა. ნიკა მელიას თქმით, პარლამენტიდან დეპუტატის გამოძევება იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული არ შეიძლება. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება ვერ იქნება კანონიერ ძალაში შესული, ვიდრე არ ამოიწურება გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა. მელია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის იმ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. დადგენილება კითბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზეა მიღებული, რომლის თანახმადაც, ნიკა მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნეს.