14, თებერვალი 2020 21:53:00
ტური „TV 25“-ში. მაუწყებელს სატელევიზიო სკოლა „პრაიმ ტვ“ „პრაიმ ლაივის“ მოსწავლეები სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, 10დან 18 წლამდე მოსწავლეები ტელევიზიის მუშაობის, ასევე, ახალი ამბების დაგეგმვისა და გადაღების პრინციპებს გაეცნენ. მათ კითხვები ჰქონდათ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის, ჟურნალისტური ეთიკისა და დაბალანსებული მედიაკონტენტის მიმართულებით. ცნობისთვის, TV 25 ტურს სკოლის მოსწავლეებს და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს სთავაზობს. მაუწყებელში ვიზიტისას შესაძლებლობა გექნებათ, დაათვალიეროთ სივრცე, სადაც თქვენთვის ცნობილი გადაცემები კეთდება.