17, თებერვალი 2020 22:46:00
მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე ალაპარაკდნენ, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში დღის განმავლობაში მხარდამჭერი აქციები დაიგეგმა. პროტესტს შეუერთდნენ როგორც მოქმედი ჟურნალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მაუწყებელს სოლიდარობა გამოუცხადა 8 პოლიტიკურმა პარტიამ რეგიონში. რა ხდება მედიასაშუალებაში?
ამ ფორმით პოლიტიკოსები აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურნენ. 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მიმართეს. განცხადებები გაკეთდა მაუწყებლის ბორდის მისამართითაც:
აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესების ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ ბოლო პერიოდში მაუწყებელში განვითარებული მოვლენები იმის დასტურია, რომ ხელისუფლება სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს დედაქალაქშიც. ტელევიზიის მხარდასაჭერი აქცია საქართველოს პარლამენტთან გაიმართა. „სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით საკანონმდებლო ორგანოს წინ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიტანეს.
მხარდამჭერი აქცია მოეწყო ოზურგეთშიც. მედიასაშუალებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას და ეს კურსი ტელევიზიამ უნდა შეინარჩუნოს.
სარედაქციო დამოუკიდებლობა რომ საფრხეშია- ამაზე ხმამაღლა საუბრობენ თავად მაუწყბელის თანამშრომლები. ჟურანლისტები შტატების გაუქმებას აპროტესტებენ და პასუხიმგებლობას დირექტორს, ბორდსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს აკისრებენ. ბორდმა საშტატო ცვლილებები ოთხშაბათს უნდა დაამტკიცოს. ამ შემთხვაში ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური შესაძლოა, გაიფიცოს.
თანამდებობიდან ათავისუფლებენ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძეს, რომელიც სასამართლოზე მიმართვას აპირებს. დისციპლინური წარმოება დაწყებულია საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის წინააღმდეგაც. მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გუშინ, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა.