19, თებერვალი 2020 13:52:00
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 22 თებერვალს რაგბი ევროპის მესამე ტურის მატჩს გამართავს. ბორჯღალოსნები ბელგიას უმასპინძლებენ. მატჩი ქუთაისში „აია არენაზე“ 15 საათზე დაიწყება. ლევან მაისაშვილის გუნდი აღნიშNული შეხვედრისთვის ორშაბათიდან შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 29 კაციანი შემადგენლობით ემზადება. ბელგიის ნაკრებმა განვლილი ტურის შეხვედრაში რუსეთი 38:12 დაამარცხა. საქართველომ კი ესპანეთს 23:10 მოუგო.