20, თებერვალი 2020 17:32:00
არიან თუ არა რელიგიური ორგანიზაციები თანაბარ პირობებში? ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დღეს დაიწყო. 9 რელიგიურმა ორგანიზაციამ პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი გასულ წელს შეიტანა. სადავო კი სახელმწიფო ქონების პრივატიზების წესის მომწესრიგებელი ნორმებია. მოსარჩელეების თქმით, სახელმწიფო ქონების შეძენის პრივილეგიებით მხოლოდ საპატრიარქო სარგებლობს და სხვა დომინანტი რელიგიები უთანასწორო პირობებში იმყოფებიან. ქვეყანაში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები საქართველოს საგადასახადო კოდექსით, მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ქონებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადთან დაკავშირებულ შეღავათებს ასაჩივრებენ.