20, თებერვალი 2020 21:30:00
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ფემიციდის ფაქტები მომრავლდა. 2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 17 ათას 594 პირია. ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებს სახალხო დამცველიც ეხმაურება. რატომ კლავენ ქალებს? ვნახოთ ია გოლიაძის სიუჟეტი.
რატომ კლავენ ქალებს და რატომ მომრავლდა ფემიციდის ფაქტები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში? კითხვა ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განხილვის საგანია. იმისთვის, რომ ხალხის განწყობები გაგვეგო, აზრი მათ ვკითხეთ. უმრავლოსობა ქალზე ძალადობას სოციალური სიდუხჭირით ხსნის.
საზოგადოების ნაწილი ქალზე ძალადობას დაბალი ცნობიერებით ხსნის. ის, რომ კაცი საკუთარი ძალების დემონსტრირებას ცდილობს, განათლების ნაკლებობის ბრალია - ამბობენ მოქალაქეები.
ფემიციდის გახშირებულ ფაქტებს მოქალაქეთა ნაწილი კაცების სტერეოტიპულ აზროვნებასა და მათ დამოკიდებულებას უკავშირებს.
მოქალაეთა ერთი ნაწილისთვის მიზეზი დაუსჯელობის სინდრომია, ზოგიერთისთვის ქალთა მხრიდან უფლებების არცოდნა, ნაწილისთვის კი კაცებში ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობა.
ნაწილმა მიზეზი არ იცის და ვერც ხსნის, თუმცა ქალზე ძალადობას და ფემიციდს არ ამართლებს.
მთელი დღის განმავლობაში, ჩვენს მიერ გამოკითხული რესპოდენტთაგან მიღებულ პასუხებს შორის ერთადერთი იყო რადიკალურად განსხვავებული:
როგორ აისახა ქალთა მიმართ ძალადობა ციფრებში? 2019 წლის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. როგორც ირკვევა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქვეყნის მასშტაბით გასულ წელს 17 ათას 594 პირია. განსხვავებულ რეალობაზე რიცხვები მეტყველებს: აღნიშნული რაოდენობიდან ქალი 7 ათას 479-ია , ხოლო კაცი ათას 561.
ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებს სახალხო დამცველი ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებით, წელს, თვენახევრის განმავლობაში ქალის მკვლელობის მცდელობის 3 ფაქტი საგანგაშო სტატისტიკაა.
ფემიციდი ან ფემინიციდი ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინებაა. ტერმინი მე-19 საუკუნიდან მოდის. ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით, ფემიციდი არის „კაცების მიერ ქალების მკვლელობა იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში აღრიცხული მოკლული ქალების 35% ინტიმური ფემიციდის მსხვერპლია.