18, მაისი 2017 20:02:00
მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური „რედ ბულის“ ფესტივალი შესაძლოა მომავალ წელს აჭარაში ჩატარდეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ამ კუთხით სამუშაო შეხვედრები პროექტის წამყვან მენეჯერებსა და ბიზნესმენებთან დაწყებულია. მაისის თქმით აღნიშნული ფესტივალის ჩატარება აჭარაში 60 ათასამდე ტურისტს მოიზიდავს, რაც რეგიონის ცნობადობის გავრცელებას შეუწყობს ხელს. კონკრეტულად სად ჩატარდება და რა კუთხით ჩაერთვება აჭარის მთავრობა საერთაშორისო პროექტში, ჯერჯერობით უცნობია.