21, თებერვალი 2020 17:22:00
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე კაცი დაიღუპა, დაშავდა ერთი ადამიანი. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.