24, თებერვალი 2020 20:45:00
ხანძრის შედეგად ჩაქვში, საცცოვრებელი სახლი დაიწვა. განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები. 6 წევრიანი ოჯახს დღეს ღამის გატევა გარეთ, ღია ცისქვეშ მოუწევს. ქობულეთის მერიაში კი ამბობენ, რომ დაზარებულები დროებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ჩაქვში, გასავანიის დასახლებაში მომხადარი ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი დღეს ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს. მამულაძეების ექვსწევრიან ოჯახს, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ყავს, წასასვლელი და ღამის გასათევი არსად აქვს.
მეზობლების მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლება ადგილზე მივიდა, თუმცა მხოლოდ დამწვარი სახლის ფოტოების გადაღებით შემოიფარგლნენ, ოჯახისთვის კი არავის მიუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად უნდა შეაფარონ თავი დაზარალებულებმა.
სხვა ინფორმაციას გვაწვდიან ქობულეთის მერიიდან. წერილობით შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ოჯახი ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი, რომ მერია ქირით მანამდე უზრუნველყოფს, ვიდრე მერიის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი კომისია იმსჯელებს, რა სახის დახმარება გაეწიოს აღნიშნულ ოჯახს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ არ დადგენილა. როგორც დაზარალებული ოჯახის წევრები ეჭვობენ, ალი ელექტროსადენებიდან ჯერ სხვენში გაჩნდა, აქედან კი მთელ სახლზე გავრცელდა.
მეზობლები გაჩენილი ცეცხლის წინააღმდეგ უძლურები აღმოჩნდნენ. ამბობენ, რომ დაიგვიანა სახანძრო დახმარების ჯგუფმაც, რასაც ორსართულიანი სახლი მთლიანად განადგურდა.
გაჩენილი ხანძრის შედეგად ფიზიკური დაზიანებები არავის მიუღია.