24, თებერვალი 2020 23:56:00
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები კაცი ვენახში დაიწვა. შემთხვევა სოფელ დოესში მოხდა. 60-წლამდე კაცი ბაღს ასუფთავებდა და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ის ნასვამი იყო და დაეძინა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ცეცხლი ჩამქრალი დახვდათ.
ცეცხლის ჩაქრობა ბაღში ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით შეძლეს, თუმცა კაცის დახმარება ვეღარ შეძლეს. შსს გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.