2019 წლის მონაცემებით, აჭარაში ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეების მიმართვიანობა გაზრდილია. პაციენტების უმეტესობას, სიმსივნე სარძევე ჯირკვლებზე აღინიშნება. რა იწვევს კიბოს? რითი ხსნიან არსებულ მდგომარეობას მედიკოსები? და რა არის დაავადებასთან ბრძოლის საუკეთესო გზა?
გიორგი ცეცხლაძემ ერთი წლის წინ შეიტყო, რომ სხეულით 2 სტადიის ავთვისებიან სიმსივნეს ატარებდა. დიაგნოზს არ შეუშინებია და დაავადებასთან ბრძოლას განაგრძობს. ზუსტად არ იცის რამდენ წლიანი ბრძოლა დასჭირდება, თუმცა პოზიტიური მომავლის იმედით შესაბამის სამედიცინო პროცედურებს ექიმების რეკომენდაციიით, პერიოდულად იტარებს.
„განცდა, რომელიც კიბოსთან ბროძალას თან ახლავს, რა თქმა უნდა არასასიამოვნოა. ვფიქრობ, საქართველოში მკურნალობა დროთა გამავლობაში გამოსწორდა. მკურნალობის დროს იყო ექიმების მხიდან მცირედი შეცდომები, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა“ - ამბობს გიორგი ცეცხლაძე.
2019 წლის მონაცემებით, მიმართვიანობა გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია. პაციენტების უმეტესობას, სიმსივნე სარძევე ჯირკვლებზე აღინიშნება, მას საშვილოსნოს ყელის, ფილტვისა და პროსტატის კიბო მოსდევს. მედიკოსები არსებულ ვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობითა და არაჯანსაღი საკვების მიღებით ხსნიან.
ონკო ქირურგი განმარტავს, რომ ონკოლიგიური დაავადება ხშირ შემთხევაში სასიკვდილო არ არის. ჯემალ შოთაძის თქმით, საქართველოში და კერძოდ აჭარაში, პაციენტები ექიმს დაგვიანებით მიმართავენ, რაც ეფექტურ მკურნალობას აფერხებს.
რადიოლოგის რეკომენდაციით, გარკვეული ჩივილების დროს ექიმთან დროული მიმართვიანობა, დაავადებასთან ბრძოლის საუკეთესო გზაა. ასე ფიქრობს რადიაციული თერაპევტიც, რომელიც აღნიშნავს, რომ ონკოლოგიური პაციენტების 70% სხივურ თერაპიას საჭიროებს.
„დღეისათვის ყველა დაავადების გამოკვლევა შესაძლებელია, მათ შორის: გულმკერდის ღრუს ორგანოების სიმსივნური და მუცლის ღრუში წარმოქმნილი პროცესების დადგენა“ - ამბობს ციცინო გოგვაძე.
მათ ვისაც, ძუძუსკიბოს დიაგნოზი აქვს, სახელმწიფო სამკურნალო პრეპარატით აფინანსებს. ამასთან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ონკო პაციენტებისთვის მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას უზრუნველყოფს.
"სხივური თერაპია, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროს ერთ-ერთი წამყვანი როლის მატარებელი პროცედურაა. სხივური თერაპიის გამოყენება რეკომენდირებულია როგორც ოპერაციის წინ და მსვლელობისას, - ამბობს, მანანა ფაღავა, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსია.
თამბაქო, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, არასწორი კვება, არაჯანსაღი ცხოვრების წესი ის ფაქტორებია, რომლებიც კიბოს იწვევს. ამ მავნე ჩვევებზე უარის თქმით, კიბოს განვითარების რისკი მნიშვნელოვნად შემცირება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ინფორმირებულობის გაზრდითა და კიბოსთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგიების დანერგვით, წელიწადში, 1,5 მილიონი ადამიანის გადარჩენა შეიძლება. საქართველოში ზოგადი ავადობის სტრუქტურაში, ონკოლოგიური პათოლოგიები მესამე ადგილზეა.
მასალა მომზადებულია "ინტერნიუსი საქართველოსთან" და "ინტერნიუსთან" თანამშრომლობით, პროექტის "დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში.