25, თებერვალი 2020 21:12:00
ცხოვრება ავარიულ და რისკის შემცველ გარემოში. 6 წევრიანი ოჯახის ყოველდღიურობას დაზიანებული სახურავი, დაბზარული კედლები და იატაკი წარმოადგენს. ხოზრევანიძეეებმა ხელისუფლებას დახმარების თხოვნით დეკემბერში მიმართა, პასუხს კი ამ დრომდე ელოდებიან.
ჟუჟუნა ხოზრევანიძე ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე თითქმის 20 წელია ცხოვრობს. სახლში ბავშვებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე ჰყავს. გვიყვება, რომ ძლიერმა ქარმა საცხოვრისი სახურავის გარეშე დატოვა, რის გამოც შენობაში წვიმა აღწევს და კედლები ზიანდება.
ჟუჟუნა ხოზრევანიძე „სანდასუფთავების“ სამსახურში მუშაობს, ანაზღაურება კი 450 ლარი აქვს.
ხოზრევანიძეებმა ბათუმის მერიას დახმარების თხოვნით დეკემბერში მიმართეს, პასუხს კი ამ დრომდე ელოდებიან.
ბათუმის მერიის საქალაქო ინსფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში განმარტეს, რომ პრობლემის შესახებ მოკვლევა უკვე დაწყებულია. სულხან ევგენიძის თქმით, გადაწყვეტილებას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღებენ.
კიდევ რამდენი ხნის განმავლობაში იქნებიან ხოზრევანიძეები ავარიულ სახლში და რა სახის დახმარებას გაუწევენ დაზარალებულებს? თვითმართველობაში პასუხს დაზუსტებით ვერ ამბობენ.