19, მაისი 2017 20:09:00
ბულვარის ადმინისტრაციამ არდაგანის ტბის გაწმენდასთან დაკავშირებით განმეორებითი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია სამ დღეში გამოვლინდება. შეიცვალა სატენდერო პირობებიც. იმ შემთხევაში თუკი ამჯერადაც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, ბულვარის ადმინისტრაცია პირობას დებს, გამოიყენებს კანონით გათავლისწინებულ ყველა ბერკეტს და ტბა ტურისტულ სეზონამდე გაიწმინდება. ტბის გაწმენდითი სამუშაოებისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი მაისის დასაწყისში გამოაცხადა, თუმცა მასში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. სატენდერო კომისიამ კი კომპანია – „მარეთი 777“ -ს დისკვალიფიკაცია მისცა.