კვირა 22, ოქტომბერი 2017

რეზო ხარაზის ბრიფინგი

19, მაისი 2017 20:11:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობის აპარატსა და  სამინისტროებში  გაცემულ პრემიებსა და  დანამატებს აპროტესტებს.  პარტიის წევრ რევაზ ხარაზის განცხადებით,  ბოლო 4 თვის განმავლობაში, აჭარის ოთხ სამინისტროსა  და მთავრობის აპარატში მლნ ნახევარზე მეტი პრემია დანამატები  გაიცა, რაც მისივე განმარტებით, ქვეყანასა და რეგიონში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, მიზანშეუწონელია.  რეზო ხარაზმა აღნიშნული განცხადება დღეს  ჟღენტების 4 წევრიან  ოჯახში გააკეთა,  რომლებსაც ცხოვრება  რთულ  პირობებში უწევთ.  „ნაციონალური მოძრაობის“ განცხზადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გამოეხმაურა.