26, თებერვალი 2020 21:36:00
საპროტესტო აქცია ანგისის დასახლებაში. მოსახლეობა თუქრი ბიზნესმენის წინააღმდეგ გამოვიდა. ამბობენ, რომ „ნევ ბათუმის“ მფლობელმა ისინი მოატყუა და დააზრალა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა. კერძოდ, ოჯახები შეასახლეს ახალაშენებულ კორპუსში, სადაც ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ არის. მენაშენეები მერიას დახმარებას სთხოვენ. ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.
ბათუმის მერიაში კი სიტყვიერად განმარტეს, რომ ანგისის პირველ ჩიხში კომპანიამ საცხოვრებლე კორპუსს უკანონოდ ერთი სართული დაამატა, რის გამოც არაერთხელ დააჯარიმეს. დადგენილების საფუძველზე შეჩერებულია მშენებელობაც. მერიის შუამდგომლობით დღეს შეხვედრა შეგა მობინადრეებსა და კომპანიიის წარმომადგენლებს შორის, რის შემდეგაც ნევბათუმმა აიღო პასუხიმსგებლობა რომ ხარვეზებს უახლოეს ვადაში აღმოფხვრის.