27, თებერვალი 2020 00:56:00
ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე ეკლესიას მრევლის ერთჯერადი კოვზებით ზიარებას ურჩევს.
“რამდენი მილიონი ადამიანი გადაარჩინა ერთჯერადმა შპრიცებმა, სხვა მსგავსმა, ერთი შეხედვით მარტივმა ”სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის” მიღწევებმა?! რატომ არ შეიძლება, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული?! ამ გაგანია ვირუსობის პერიოდშიც კი ხმას რომ არავინ იღებს ამაზე? არაა ადვილი ეს ეკლესიისათვის, მაგრამ პროგრესულობა სწორედაც რომ თამამი ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატება” – წერს დეპუტატი.