18, იანვარი 2017 11:39:00
გამოკითხული 3 141 პირიდან, 65 %-ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრი გააკეთებს იმას, რასაც პარტია ეტყვის. 48 %-მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავს და ამდენივე, ვისი აზრითაც დეპუტატი მხოლოდ მის ინტერესს გამოხატავს-ეს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგებია.
მმართველი გუნდის წევრი დავით ბაციკაძე კვლევის შედეგებს სკეპტიკურად უყურებს. დეპუტატს ლოგიკურად მიაჩნია პარტიის ინტერესებისა და გეგმების გატარება. „ნაციონალირ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ მოსახლეობის ინტერესების დამცველი სწორედ მათი პარტიაა.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33%-არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი. მაჟორიტარი დეპუტატების ცნობადობის მხრივ ყველაზე ცუდი სიტუაცია აჭარაშია.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. ისინი საკუთარ პოზიციას არჩევნების შედეგით და მოსახლეობასთან შეხვედრისას მათი სიმრავლითაც ხსნიან.
საპირისპიროს ამბობენ, ოპოზიციაში. გია აბულაძე თვლის, რომ მაჟორიტარი დეპუტატების აქტიურობიდან და გაკეთებული საქმეებიდან კვლევის შედეგები ლოგიკურია.
მმართველი გუნდის ნაწილი კი კვლევის შედეგებს ლოგიკურს უწოდებს და იმ მიზეზებზე საუბროს, რასაც შესაძლოა აღნიშნული გამოეწვია.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი უკეთესად იმუშავებს, ვიდრე მისი წინამორბედი. NDI –ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან-4 დეკემბრის ჩთვლით მიმდინარეობდა.