19, მაისი 2017 20:03:00
ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურმა სეზონისთვის ქალაქის გასამწვანებლად 6 500 ძირი ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ხე-მცენარე შეიძინა. ამათგან დღეს 22 ძირი ხამიციპარისის ხეები და ერთწლოვანი ყვავილები იმნაძის ქუჩაზე დაირგო. გამწვანების სამსახურში აცხადებენ, რომ შეძენილი ნარგავები ქალქში ეტაპობრივად დაირგვება.