სამშაბათი 23, მაისი 2017

როგორია ქართული ჩაისა და კალმახის სექტორების ღირებულება-კვლევის შედეგები

19, მაისი 2017 20:08:00

ENPARD-ის ფარგლებში ორგანიზაცია „CARE“-მა  და მისმა პარტნიორმა „ISET“-ის კვლევითმა ინსტიტუტმა,  ქართული ჩაისა და კალმახის სექტორების ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა წარმოადგინეს. დოკუმენტის მიხედვით,  საქართველოში არსებული ტენიანი და სუბტროპიკული კლიმატი ქმნის იდეალურ პირობებს ჩაის წარმოებისთვის,  თუმცა პლანტაციები გაველურებულია და ქართველი მწარმოებლისთვის რთულია საერთაშორისო ბაზარზე ფეხის მოკიდება. ფერმერთა ასოციაციაში მიიჩნევენ, კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ, არსებული ღირებულებების ჯაჭვი, მათ ევროკავშირში საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას გაუმარტივებს.  სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა  საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგენს. 

ავტორი(ები)

272